უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრ „ალფას“ მებრძოლებმა ანექსირებულ ყირიმში კომპლექსური ოპერაცია ჩაატარეს.
დარტყმის ქვეშ მოჰყვა რუსული ფლოტის სამი სამხედრო ხომალდი, რადიოლოკაციური სადგური, კავშირგაბმულობის სისტემის ანტენები და ნავთობბაზა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაზიანებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სადესანტო ხომალდი „იამალი“, „აზოვი“ და კიდევ ერთი სამხედრო ხომალდი, ასევე კატარღა.
„თითოეული ხომალდისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანება პირდაპირ გავლენას ახდენს რუსეთის ფედერაციის უნარზე, აწარმოოს ომი. ეს მუშაობა არ შეწყდება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაციების ინტენსივობა და სიღრმე მხოლოდ გაიზრდება, სანამ მტერი არ დაკარგავს უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედების შესაძლებლობას“,-ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
















