უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა

უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი N7214, რომელიც რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებს. ასევე, კრძალავს მისი სამხედრო სომბოლოების გამოყენებას.

კანონპროექტის N7214 მიხედვით, რუსეთის, როგორც ტერორისტული სახელმწიფოს პოლიტიკური რეჟიმის მიზანი უკრაინელი ხალხის გენოციდი, ომის აკრძალული მეთოდების გამოყენება, სამოქალაქო და კულტურული ინფრასტრუქტურის განადგურება და ხელოვნური ჰუმანიტარული კატასტროფის შექმნაა.

კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური რეჟიმი თავისი არსითა და პრაქტიკით, ჰიტლერის გერმანიის მსგავსად, ნაცისტურ ტოტალიტარულ რეჟიმად მიიჩნევა.

კანონი ასევე კრძალავს რუსეთის ნეონაცისტური ტოტალიტარული რეჟიმის პროპაგანდას, ლათინური ასოების: Z,V გამოყენებას ნებისმიერ რეკლამაზე, მანქანასა თუ ბეჭდურ მასალაზე.

banner
წინა სტატიაშიომის დაწყებიდან ხარკოვში მინიმუმ 503 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – გარდაიცვალა 5 პაციენტი