უკრაინის უმაღლესმა რადამ დენის შმიგალი მეორე კენჭისყრაზე უკრაინის პირველ ვიცე-პრემიერად და ენერგეტიკის მინისტრად დანიშნა.
გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა რადას 248 დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო ორი დეპუტატი, 20-მა თავი შეიკავა, ხოლო 33-მა მხარი არ დაუჭირა.
გუშინ, 13 იანვარს, კენჭისყრისას უკრაინის უმაღლესმა რადამ დენის შმიგალი უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა, თუმცა მის ენერგეტიკის მინისტრად და პირველ ვიცე-პრემიერად დანიშვნას მხოლოდ 210 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა.
მანამდე კი უკრაინის უმაღლესმა რადამ მიხაილ ფედოროვის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას დაუჭირა მხარი.

















