18.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში 7 000-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო დაიღუპა ან დაიჭრა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში 7 000-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო დაიღუპა ან დაიჭრა,_ ამის შესახებ  ინფორმაციას უკრაინის ტყვეთა მოპყრობის საკითხთა საკოორდინაციო შტაბის მდივანი, ბრიგადის გენერალი დმიტრო უსოვი ავრცელებს.

სადაზვერვო მონაცემების თანახმად, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩრდილოეთ კორეის სამხედრო წარმომადგენლობა ჯამში 14 061 პერსონალს შეადგენს, აქედან 9 500 ამჟამადაა დისლოცირებული. საბრძოლო დანაკარგები სულ 7 058-ია, 2 251 ბრძოლაში დაიღუპა, 4 807 კი – დაიჭრა.

26 აპრილს ჩრდილოეთ კორეაში „საგარეო სამხედრო ოპერაციების მემორიალური მუზეუმი“ გაიხსნა, რომელიც რუსულ ძალებთან ერთად უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლ სამხედროებს ეძღვნება. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა დაამტკიცა პოლიტიკა, რომელიც ჯარისკაცებისგან ტყვედ ჩავარდნის თავიდან ასაცილებლად ბრძოლის ველზე თვითმკვლელობას მოითხოვს.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში საპროტესტო აქციის დროს დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაპენტაგონის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ აშშ-ს ირანთან ომი უკვე 25 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა