უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია – ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო დღეს იკრიბება

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი უხელმძღვანელებს.

ევროკავშირის ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იქნება. სხდომის დაწყებამდე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართავენ კონსულტაციებს.

საგარეო საქმეთა საბჭო ასევე განიხილავს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს და რეგიონში არსებულ ვითარებას.

გარდა ამისა, შეხვედრის დღის წესრიგში ჩინეთის საკითხიც არის – მინისტრები იმსჯელებენ ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებზე და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

banner
წინა სტატიაშითბილისში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს – ამოღებულია 297 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება და 491 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება
შემდეგი სტატიათიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით