11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

“უკრაინის წინააღმდეგ ომზე პასუხისმგებლობა რუსეთის ლიდერებს ეკისრებათ და პასუხისგებაში უნდა მიეცნენ” – კაია კალასი

“დღეს ევროკავშირმა გამოყო პირველი 10 მილიონი ევრო ახალი სპეციალური ტრიბუნალისთვის, რათა რუსეთის ლიდერებმა პასუხი აგონ მოსკოვის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში მათი როლისთვის”, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

კალასმა აღნიშნა, რომ ომზე პასუხისმგებლობა რუსეთის ლიდერებს ეკისრებათ.

„დღეს ევროკავშირმა გამოყო პირველი 10 მილიონი ევრო ახალი სპეციალური ტრიბუნალისთვის, რომელიც რუსეთის ლიდერებს უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის ომში მათი როლის გამო გაასამართლებს. ამ ომზე პასუხისმგებლობა რუსეთის ლიდერებს ეკისრებათ და ისინი პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. დაუსჯელობა შეუძლებელია“, – დაწერა კალასმა სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: “ჩვენ ვართ წელში გამართული ყველა საკითხზე, რადგან სუფთად ვმუშაობთ”
შემდეგი სტატიაფინეთის პრეზიდენტი: “იმედი მაქვს, დონალდ ტრამპი რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებს”