უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის სახელმწიფო ავიახაზების პილოტები მონაწილეობენ – უკრაინის დაზვერვა

უკრაინულმა დაზვერვამ გამოაქვეყნა რუსული სახელმწიფო ავიახაზების პილოტებისა და საავიაციო პერსონალის სია, რომლებიც მოქმედებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში და მონაწილეობენ უკრაინის წინააღმდეგ ომში.

An-124-100 და Il-76 MD თვითმფრინავების ეკიპაჟებმა არაერთხელ გადაიყვანეს პერსონალი, ასევე, გადაიტანეს იარაღი და სამხედრო ტექნიკა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად.

როგორც უკრაინის დაზვერვა აცხადებს, სოციალურ ქსელებში და პირად საუბრებში პილოტები გამოხატავენ უკმაყოფილებას საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის გამო, უჩივიან მათი და მათი ოჯახების საზღვარგარეთ გამგზავრების შეუძლებლობას და განიხილავენ რუსეთის გარდაუვალი დამარცხების შემდეგ ომის დანაშაულებისთვის დევნასა და დასჯას.

banner
წინა სტატიაშიგაერომ მიიღო 150-ზე მეტი ბრალდება სექსუალური ძალადობის შესახებ, რომელიც ჩადენილია ქალების, ბავშვებისა და მამაკაცების მიმართ
შემდეგი სტატიაარ დავემორჩილებით, დავიცავთ იმას, რაც ჩვენია, გავიმარჯვებთ! – ზელენსკი