უკრაინის თავზე “ბოინგი” რუსული 53-ე ბრიგადის “ბუკმა” ჩამოაგდო

“ბოინგი 777”, რომელიც ასრულებდა რეისს MH17, 2014 წლის 17 ივლისს “ბუკმა” ჩამოაგდო, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების კურსკის 53-ე ბრიგადას ეკუთვნოდა – ასეთი დასკვნა დადო საგამოძიებო ჯგუფმა, რომელშიც 5 ქვეყანის წარმომადგენელი შედის. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ისევ უარყოფს თვითმფრინავის ჩამოგდებაში რაიმე სახით მონაწილეობას.
საგამოძიებო კომისიის წარმომადგენელმა პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ “ბუკის” დადგენა შესაძლელებლი გახდა იმ უნიკალური თვისებების წყალობით, რომელიც მას გააჩნია – “ბიბისი” წერს.

“ბოინგი 777” მაშინ ჩამოაგდეს, როცა ის უკრაინის თავზე მიფრინავდა. შემთხვევა 2014 წლის 17 ივნისს 16:20 საათზე მოხდა. თვითმფრინავი რეისით MH17 Malaysia Airlines ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა. მის ბორტზე 298 ადამიანი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა. მგზავრთა შორის უმეტესობა ნიდერლანდების მოქალაქეები იყვნენ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს დიპლომატები ჩინეთში გააფრთხილეს უყურადღებოდ არ დატოვონ გაურკვეველი ხმები
შემდეგი სტატიაძალაუფლების ალტერნატიული წყაროები არსებობს, რაც კონსტიტუციურ ჩარჩოებში არ ჯდება