უკრაინის თავდასხმების გამო სოჭის აეროპორტში მყოფი ათასობით რუსი პარასკევის შემდეგ სახლში გაფრენას ვერ ახერხებს.
ინფორმაციასა და ვიდეოკადრებს ადგილობრივი მედიის Telegram-არხები ავრცელებენ და წერენ, რომ ამ დროის განმავლობაში აეროპორტი მხოლოდ 8 წუთით გაიხსნა.
მათივე ცნობით, ლიფტები ფუჭდება, ხალხი გონებას კარგავს, დარბაზებში კი აუტანელი სიცხეა. გავრცელებული ინფორმაციით, გაფრენა 39 რეისს დაუგვიანდა, მოფრენაზე 37 რეისი გადაიდო, ხოლო 17 რეისი საერთოდ გაუქმდა ნაკლების ჩვენება


















