უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ესპანეთში დააკავეს

უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს (СНБО) ყოფილი თავმჯდომარის მოადგილე ოლეგ გლადკოვსკი, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში მომატებული ფასით სხვადასხვა საქონლის შეძენაში და სახელმწიფოსთვის ფინანსური ზარალის მიყენებაში ედება ბრალი.
ინფორმაცია ანტიკორუფციულმა სამსახურმა გაავრცელა, სადაც გლადკოვსკი არ იყო დასახელებული, მაგრამ უკრაინული მედიის მიხედვით, სწორედ ის იგულისხმება.
გამოძიების მასალების თანახმად, 2017 წელს გლადკოვსკიმ, თავდაცვის ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორთან და მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მაღალი გამავლობის მანქანები МАЗ 6317-ები შეიძინა და შესყიდვისს ფასი განგებ გაზარდა. უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზარალს 17,44 მილიონ გრივნად (დაახლ. 1 მილიონ 125 ათასი ლარი) აფასებს.
გლადკოვსკი სახელდება უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მთავარ ბიზნეს-პარტნიორად. სწორედ ის ხელმძღვანელობდა კომპანია “ბოგდანს”, სადაც წილი პეტრო პოროშენკოს ეკუთვნოდა.
გლადკოვსკის წინააღმდეგ გამოძიება ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო, ახლა წყდება მისი ექსტრადიციის საკითხი. 2024 წელს სასამართლომ მას უკვე მიუსაჯა დაუსწრებლად შინაპატიმრობა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მე-17 სანქციების პაკეტი მიიღო
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკმა განახლებადი ენერგიის სფეროში მწვანე ვაჭრობის ხელშეწყობისთვის EBRD-ისგან ჯილდო მიიღო