უკრაინის თავდაცვის უწყება – რუსეთს შავ ზღვაში 58 ფრთოსანი რაკეტა აქვს კონცენტრირებული

უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, შავ ზღვაში 8 სარაკეტო ხომალდი იმყოფება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ალექსანდრ მოტუზიანიკმა განაცხადა.

მისი თქმით, მტრის ხომალდები შავი და აზოვის ზღვების წყლებში განაგრძობენ საბრძოლო ტერიტორიის იზოლირებას, დაზვერვის განხორციელებას და თავიანთ ჯარებისთვის საცეცხლე მხარდაჭერის აღმოჩენას.

„ჩვენი დაზვერვის მიხედვით, შავ ზღვაში არის „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების 8 გადამზიდი, საერთო ჯამში 58 ფრთოსანი რაკეტა“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა.

banner
წინა სტატიაშიდღეს ივანიშვილი ქართველი იანუკოვიჩი გახდა – დავით არახამია
შემდეგი სტატიათუ დაუწესდება რუსეთს ქმედითი სანქციები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინამ ეს ომი მოიგო – შმიგალი