უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ნატოსთან ხელი მოაწერა CSI (CRC System Interface) შეთანხმებას. CSI არის ნატოს სამხედრო მართვის სისტემა და Link-16. აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერა საშუალებას მისცემს უკრაინულ F-16-ებს, Mirage 2000-ებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს (განსაკუთრებით Patriot-ს) კოორდინაცია გაუწიონ თავიანთ ქმედებებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოკავშირეების პლატფორმებთან ერთიან ციფრულ სისტემაში.
ამიერიდან თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას შემდეგ რაც უკრაინა შვედეთისგან მიიღებს დაპირებულ AWACS-ის ტიპის ASC 890-ის შორი მოქმედების რადიოლოკაციური აღმოჩენისა და საჰაერო მართვის 2 თვითმფრინავს, F-16-ებისა და Mirage 2000-ების გამოყენების დიაპაზონი მნიშვნელოვნად გაფართოვდება, ხოლო უკრაინის საჰაერო თავდაცვის კოორდინირებული მოქმედება საერთო ჯამში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.