უკრაინის თავდაცვის სამინისტრო – ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1 300-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1 300-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილეზე, ანა მალიარიზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენი მონაცემებით, მათი რეზერვები უკვე განახევრებულია მას შემდეგ, რაც ისინი აქტიურად იყენებენ რაკეტებს. უკვე გამოყენებულია 1 000-ზე მეტი რაკეტა. უფრო ზუსტად, 1 300-ზე მეტი რაკეტა“, – აცხადებს ანა მალიარი.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, საუბარია საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო რაკეტებზე.

banner
წინა სტატიაში46 წლის ვლადიმირ კლიჩკომ რინგზე დაბრუნების სურვილი გამოთქვა
შემდეგი სტატიაუკრაინა ახალ ფაზაში გადავიდა – შეიარაღებული ძალების აღჭურვა ხდება ნატოს იარაღით – კულება