უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინული ჯარები ქალაქ ლიმანის ნაწილებზე კონტროლის შესანარჩუნებლად იბრძვიან

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული განმარტების მიხედვით, უკრაინული ჯარები ქალაქ ლიმანის ნაწილებზე კონტროლის შესანარჩუნებლად იბრძვიან. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება პრორუს სეპარატისთა მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მათ ქალაქი ლიმანი დაიპყრეს.

უკრაინის თავდაცვის უწყების თქმით, ქვეყნის ჯარისკაცები ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილების შესანარჩუნებლად იბრძვიან.

როგორც მედია წერს, ქალაქი ლიმანი, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთით მდებარეობს, სევეროდონეცკიდან დაახლოებით 40 კილომეტრზე მეტი მანძილით არის დაშორებული, რაც კრემლის ძალებისთვის სტრატეგიულ ობიექტად ითვლება.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის კლოუნ ღარიბაშვილის გამოსვლაში არაფერი მოულოდნელი არ ყოფილა – ბოკერია
შემდეგი სტატია“ბორჯომთან” დაკავშირებით გვითხარით “ის სასიამოვნო ინფორმაცია” – რა პირობებით, რა პერიოდით გადაეცემა სახელმწიფოს და რა მოხდება სანქციერების დასრულების შემდეგ? – სამნიძე