მხოლოდ ივნისში ლიკვიდირებული ან მძიმედ დაჭრილია თითქმის 28 000 რუსი სამხედრო”,-ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრი, მიხაილო ფედოროვი.
მისივე თქმით, ამავე თვეში “უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის 200 000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს, ფრონტის ხაზიდან 50 კმ-ზე მეტ სიღრმეში მდებარე ლოგისტიკურ ობიექტებზე იერიშების რაოდენობა თითქმის გააორმაგეს და მნიშვნელოვნად გააძლიერეს დარტყმები ყირიმზე”.
ფედოროვის ინფორმაციითვე, დამყარდა რეკორდები: განადგურდა საარტილერიო სისტემების ყველაზე დიდი რაოდენობა, დაფიქსირდა აბსოლუტური რეკორდი საავტომობილო და მოტოტექნიკის განადგურების კუთხით, ხოლო გადაჭერილ იქნა 49,575 დრონი, რაც. მისი თქმით, ყველა დროის საუკეთესო შედეგია.


















