უკრაინის თავდაცვის მინისტრი – მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, მცდელობას, რომ რუსეთთან დაძაბულობის ესკალაცია არ მოხდეს, აზრი არ აქვს, რადგან მესამე მსოფლიო ომი უკვე დაწყებულია.

“ნუ შეგეშინდებათ რუსეთთან ესკალაციის ახალი დონის შექმნის, რადგან აბსოლუტურად გულწრფელად, მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო ამ წლის 24 თებერვალს. ეს არის რეალობა,“- აღნიშნა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, თუ უკრაინა დაეცემა, შემდეგი ევროპული ქვეყნები იქნებიან.

„ნუ შეგეშინდებათ, რადგან ჩვენ ვართ პირველი ბრძოლის ველი. თუ დავეცემით, შემდეგი ბრძოლის ველი ევროპული ქვეყნები იქნებიან,“- აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიკოლასი – რეფორმების შესრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, გვექნება საფუძველი, კანდიდატის სტატუსი მივანიჭოთ საქართველოს
შემდეგი სტატიარუსი ოკუპანტები კუნძულ ზმინიდან გაიქცნენ!