7.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

უკრაინის თავდაცვის მინისტრად მიხაილ ფედოროვი დაინიშნა

უკრაინას თავდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს. უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა მიხაილ ფედოროვის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას.

კერძოდ, ფედოროვის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას ხმა მისცა 277-მა დეპუტატმა.

პარლამენტის ტრიბუნიდან მიხაილ ფედოროვმა განაცხადა, რომ უკრაინის მთავარი უსაფრთხოების გარანტი მისი თავდაცვის ძალებია.

„საჭიროა ყოვლისმომცველი ცვლილებები. ჩვენი მიზანია სისტემის შეცვლა: არმიის რეფორმის ჩატარება, ფრონტის ხაზზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, კორუფციის აღმოფხვრა და ლიდერობისა და ნდობის ახალი კულტურის დამკვიდრება“, – განაცხადა ფედოროვმა.

ფედოროვმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში გეგმავს „უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების აუდიტის“ ჩატარებას, რათა „იპოვოს დამატებითი შესაძლებლობები სამხედრო პერსონალის ფინანსური და სოციალური უზრუნველყოფის გასაუმჯობესებლად“.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხაილ ფედოროვის კანდიდატურა 2 იანვარს წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის აეროკოსმოსური ძალების ხელმძღვანელი- მზად ვართ ნებისმიერი აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად
შემდეგი სტატიაურსულა ფონ დერ ლაიენი – გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის – მათ შეუძლიათ ჩვენზე დაყრდნობა