უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს წინადადება მიიღო და მისი მრჩეველი გახდა თავდაცვით ინოვაციებში.
ფედოროვის თქმით, შეთავაზება იტალიის თავდაცვის მინისტრთან, გვიდო კროზეტოსთან შეხვედრისას მიიღო და მას ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ახალ პოზიციაზე ფედოროვი იტალიურ მხარეს თანამედროვე ომის ტექნოლოგიების განვითარებაში, თავდაცვის სფეროს დახვეწასა და ახალ გლობალურ გამოწვევებთან ადაპტირებაში დაეხმარება.
ფედოროვმა აღნიშნა, რომ უკრაინას ტექნოლოგიური ომის უნიკალური გამოცდილება აქვს, რომელსაც პარტნიორებს უზიარებს.
იტალიურ მხარესთან თანამშრომლობის პარალელურად, ფედოროვი აგრძელებს მუშაობას უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისა და საერთაშორისო რესურსების მოზიდვის პროექტებზე.













