უკრაინის თავდაცვის ძალებს წარმატებები აქვთ ქვეყნის სამხრეთით და აღმოსავლეთით, ბერდიანსკის მიმართულებით არის 1 300 მეტრით წინსვლა, – ამის შესახებ „ტელეგრამ-არხში“ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი წერს.
„გრძელდება ჩვენი თავდაცვის ძალების შეტევითი ოპერაცია მელიტოპოლის, ბერდიანსკისა და ბახმუტის მიმართულებებით. ჩვენები მტერს ხელიდან „გლეჯენ“ მიწის თითოეულ მეტრს მძიმე ორთაბრძოლაში. აქვთ წარმატებები. ამავე დროს, მტერი განაგრძობს შეტევას ლიმანის, ავდეევკისა და მარიინსკის მიმართულებებით. წარუმატებლად. ზაპოროჟიესა და მელიტოპოლის მიმართულებებით ვანადგურებთ მტერს. თავდაცვისთვის მტერი ახორციელებს თავისი ყველა რეზერვის მობილიზებას, საზღვაო ქვეითთა ბრიგადისაც, რომელიც თავის დროზე ხერსონიდან გაიქცა. ბერდიანსკის მიმართულებით არის წინსვლა 1 300 მეტრით“, – წერს ანა მალიარი.