უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე ATACMS-ის სისტემის ბალისტიკური რაკეტებით პირველი შეტევა მიიტანეს, სამიზნე წარმატებით განადგურდა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე ATACMS-ის სისტემის ბალისტიკური რაკეტებით პირველი შეტევა მიიტანეს, სამიზნე წარმატებით განადგურდა – ინფორმაციას გამოცემა RBC-Ukraine ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

RBC-Ukraine-ის წყარო კი აცხადებს, რომ თავდასხმა ბრიანსკის ოლქის ქალაქ კარაჩევის მახლობლად, სამხედრო ობიექტზე მოხდა.

კარაჩევი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 130 კილომეტრში მდებარეობს.

 

banner
წინა სტატიაშიგვიწევს ხალხის გაკავება. ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ადამიანი გვიკავშირდება და გვეხვეწება, რომ მივუშვათ-მდინარაძე
შემდეგი სტატიამდინარაძე: ზურაბიშვილს არ შეუძლია, რომ ახლადარჩეული პარლამენტის საქმიანობა შეაფერხოს