29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის კოსმოსური კავშირგაბმულობის კიდევ ერთ ობიექტს დაარტყა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის კოსმოსური კავშირგაბმულობის კიდევ ერთ ობიექტს დაარტყა – ამჯერად იერიში ვლადიმირის ოლქში მდებარე „ვლადიმირის“ კოსმოსური კავშირგაბმულობის ცენტრზე განხორციელდა. ეს თავდასხმა მოსკოვის მახლობლად მდებარე „დუბნის“ ცენტრზე წარმატებული დარტყმიდან სულ რაღაც ორ დღეში მოხდა – იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენ შტაბის ინფორმაციით, დადასტურებულია ვლადიმირის ობიექტის ტერიტორიაზე ორი შენობის დაზიანება, რასაც ხანძარი მოჰყვა.
უკრაინელი სამხედროების განცხადებით, ეს კომპლექსი მნიშვნელოვან როლს ასრულებს „იმ თანამგზავრული და შორეული კოსმოსური კავშირგაბმულობის სისტემების ფუნქციონირების უზრუნველყოფაში, რომლებიც, მათ შორის, აგრესორი ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურების ინტერესებისთვის გამოიყენება“.
გამოცემა Defense Express-მა აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი დარტყმა, როგორც ჩანს, რუსეთის თანამგზავრული კავშირგაბმულობის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია და არა იზოლირებული თავდასხმა.

ორი დღით ადრე უკრაინამ მოსკოვის ოლქში მდებარე „დუბნის“ კოსმოსური კავშირგაბმულობის ცენტრს დაარტყა. Defense Express იტყობინებოდა, რომ „დუბნა“ წარმოადგენდა „Express“-ის თანამგზავრული ქსელის ტრაფიკის ცენტრალურ ჰაბს და ასევე ეხმარებოდა თავად ამ თანამგზავრების მართვაში. ვლადიმირის ცენტრი ასევე შედის რუსეთის სახელმწიფო კომპანია „კოსმოსური კავშირგაბმულობის“ შემადგენლობაში. 2025 წლამდე მას მხოლოდ თანამგზავრული კავშირგაბმულობის სადგურის სტატუსი ჰქონდა, თუმცა სულ რაღაც ერთი წლის წინ ის სრულფასოვან ცენტრად გადაკეთდა.

banner
წინა სტატიაში“საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები აღარ არსებობს”- ევროსაბჭოს მომხსენებელი ედიტე ესტრელა
შემდეგი სტატია„ხელისუფლებამ ევროსაბჭოსთან კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვა ვერ შეძლო“- საბინა ჩუდიჩი საქართველოს შესახებ