უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთში, ქალაქ კურსკის მახლობლად მდებარე მედვენსკის რაიონში Gazprom Transgaz Moscow-ის მაგისტრალური გაზსადენების სამმართველო დაბომბეს.
აღნიშნული ობიექტი რუსეთის მაგისტრალური გაზსატრანსპორტო სისტემის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
იერიშის შესახებ ინფორმაცია და აფეთქების ამსახველი ვიდეომასალა ადგილობრივ Telegram-არხებზე გავრცელდა. თავდასხმის შედეგად მიყენებული ზარალისა და შესაძლო მსხვერპლის შესახებ დეტალები ამ ეტაპზე ზუსტდება.
















