29 და 30 ივნისის ღამეს უკრაინულმა ქვედანაყოფებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტს დაარტყეს.
მთავარი სამიზნეებს წარმოადგენდა ლოგისტიკური ხიდები: უკრაინელებმა დააზიანეს საავტომობილო ხიდი ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ დასახლება აზოვსკესთან და სარკინიგზო ხიდი ოკუპირებულ ყირიმში, დასახლება იჩკისთან. აღნიშნულ ხიდებს რუსული არმია პერსონალის, იარაღისა და საბრძოლო მასალის გადასაზიდად იყენებდა.
დარტყმები განხორციელდა ასევე რუსული დრონების მართვის პუნქტებზე ბელგოროდის (რუსეთი), დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ასევე რუსეთის არმიის სამეთაურო-სამეთვალყურეო პუნქტზე დონეცკის ოლქში.
28 ივნისის დარტყმის შედეგები სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე:
გენშტაბმა ასევე გაასაჯაროვა კრასნოდარის მხარეში მდებარე ქარხანაზე განხორციელებული თავდასხმის ზარალის შეფასება:
განადგურდა 4 საწვავის ავზი (საერთო მოცულობით 35 000 კუბური მეტრი).
დაზიანდა 9 ავზი (საერთო მოცულობით 30 000 კუბური მეტრი) და ნავთობგადამამუშავებელი დანადგარი.
გენერალური შტაბის ცნობით, სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა იყო ფართომასშტაბიანი 40-დღიანი ოპერაციის ნაწილი, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) სპეცდანიშნულების ცენტრ „ალფას“, უპილოტო სისტემების ძალებისა და სამხედრო დაზვერვის (GUR) ერთობლივი კოორდინაციით განხორციელდა.


















