11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

უკრაინის თავდაცვის ძალებმა კასპიის ზღვის შელფზე ორ რუსულ საბურღ პლატფორმას დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 9-10 აპრილის ღამეს კასპიის ზღვის შელფზე ორ რუსულ საბურღ პლატფორმას დაარტყეს.

“წინასწარი მონაცემებით, დარტყმა განხორციელდა ყინულმედეგ სტაციონარულ პლატფორმაზე (LSP-2) ვალერი გრაიფერისა (ყოფილი რაკუშეჩნოიე) და ყინულმედეგ სტაციონარულ პლატფორმაზე (LSP-1) იური კორჩაგინის საბადოებზე“-წერს უკრაინის გენშტაბი.

საბურღი პლატფორმები მდებარეობს კასპიის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში, ფრონტის ხაზიდან თითქმის 1000 კილომეტრის დაშორებით, თუმცა ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რუსული ძალების საწვავითა და საპოხი მასალებით მომარაგებაში.

banner
წინა სტატიაშირა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში
შემდეგი სტატიატრამპმა NATO-ს გენერალურ მდივანთან გამართულ შეხვედრაზე, მოკავშირეების მიმართ უკმაყოფილება მკაცრად გამოხატა