გვიან ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა ანექსირებულ ყირიმში მდებარე სარკინიგზო ხიდზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, სამიზნეს სტრატეგიული მნიშვნელობის ლოგისტიკური ობიექტი წარმოადგენდა, რომელსაც ოკუპანტები სამხედრო მიზნებისთვის იყენებდნენ.
„ვლადისლავივკასთან, დროებით ოკუპირებულ ჩრდილოეთ ყირიმის არხზე გამავალ რკინიგზის ხიდზე იერიში მივიტანეთ. მტერი ხიდს სამხედრო ლოგისტიკისთვის იყენებდა“, — ნათქვამია უკრაინის გენერალური შტაბის ოფიციალურ განცხადებაში.
მედიის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა პარალელურად იერიშები მიიტანეს რუსული არმიის სხვა მნიშვნელოვან პოზიციებზეც. დარტყმები განხორციელდა ლუგანსკის ოლქის სოფლებზე (ნიჟნი ნაჰოლჩიკსა და დოვჟანსკეზე), ასევე ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ აზოვსკეში განთავსებულ რუსულ სამეთაურო პუნქტებზე. უკრაინულმა ავიაციამ და არტილერიამ ასევე დაიბომბა ლუგანსკის ოლქის სოფელ ტეპლეს მახლობლად მდებარე რუსული საბრძოლო მასალის საწყობი.








