21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის ბრძანება მიიღეს

უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის ბრძანება მიიღეს.

საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრძანების თანახმად, ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 5 სექტემბრის 00:00 საათიდან 8 სექტემბრის 23:59 საათამდე უნდა დაიცვან.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი 5-6 სექტემბერს მოსკოვსა და კიევს ეწვევიან. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უიტკოფისა და კუშნერის ვიზიტის დროს უკრაინა რუსეთში საჰაერო დარტყმებს არ განახორციელებს.

ასევე, The New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-მა უკრაინასა და რუსეთს უიტკოფისა და კუშნერის ვიზიტის დროს ცეცხლის შეწყვეტის თხოვნით მიმართა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა: რუსეთის თავდასხმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შტაბ-ბინაზე არის სერიოზული ესკალაცია
შემდეგი სტატიახაშური-გომის მონაკვეთზე საავტომობილო გზა დაიტბორა