უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის საფრთხე შესაძლოა, პოლონეთიდან მოდიოდეს – პესკოვი

კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის საფრთხე შესაძლოა, პოლონეთიდან მოდიოდეს.

რუსული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.

„ის, რომ ბოლო თვეების განმავლობაში პოლონეთიდან ძალიან მტრული რიტორიკა მოდის – ტრადიციულად, ის არასოდეს ყოფილა მეგობრული, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში გახდა მტრულად განწყობილი და ის, რომ პოლონეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის შეიძლება მოდიოდეს საფრთხე, ასევე აშკარა ფაქტია. ამაზე, თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ ისაუბრა ჩვენმა საგარეო დაზვერვის უფროსმა. ეს აშკარა ფაქტებია“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

banner
წინა სტატიაშიმაჩვენეთ ერთი პროფესიონალი ექიმის განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ – ხაბეიშვილი
შემდეგი სტატიაარც ერთი სტუდენტი არ მიდის მოსკოვში სასწავლებლად, ჩვენი მოსახლეობა, რომელიც ლეგალურად თუ არალეგალურად მიდის სამუშაოდ, ირჩევს ევროპას ან ამერიკას, არავინ იყურება რუსეთისკენ – ზურაბიშვილი