უკრაინის ტერიტორიებზე დაფიქსირდა უკრაინული ენის მიზანმიმართული განადგურების 100-ზე მეტი ფაქტი

24 თებერვლიდან რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე დაფიქსირდა უკრაინული ენის მიზანმიმართული განადგურების 100-ზე მეტი ფაქტი,-ამის შესახებ სახელმწიფო ენის დაცვის კომისარმა ტარას კრემინმა განაცხადა.
„ღია წყაროებიდან მიღებული მონაცემების მიხედვით მიმდინარეობს დისკრიმინაცია და რეპრესიები იმ პირთა მიმართ, რომლებიც საჯაროდ ავლენენ თავიანთ უკრაინულ ეროვნულ იდენტობას. კერძოდ, უკრაინულ ენაზე კომუნიკაციის გზით, რაც შეიძლება მიუთითებდეს საოკუპაციო რეჟიმის დაგეგმილ ასიმილაციის პოლიტიკაზე“, – განაცხადა ენის ომბუდსმენმა.
მისი თქმით, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე მსგავს ლინგვიოციდს თან ახლავს მუქარა, დაშინება, ფიზიკური ძალის გამოყენება, ფსიქოლოგიური ზეწოლა, თავისუფლების შეზღუდვა, გატაცება, წამება და მკვლელობა.

წინა სტატიაშიანდერს ფოგ რასმუსენი უკრაინას ეწვევა, რათა შექმნას საკონსულტაციო ჯგუფი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ
შემდეგი სტატიამაკრონი: რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს