უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, 33 ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, 33 ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ბოლო მონაცემებით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული მასიური სარაკეტო იერიშის შედეგად, 33 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 22 კიევში, 11 დნეპროპეტროვსკის ოლქში.

სარაკეტო დარტყმების შედეგად, 140 ადამიანი დაშავდა, მათ შორის კიევში 74, 2 კიევის ოლქში და 64 დნეპროპეტროვსკის ოლქში.

ასევე, მაშველებმა 19 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

banner
წინა სტატიაშითეთრი სახლი-საქართველოსთან არსებული ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია
შემდეგი სტატიაჰერჩინსკი – გულწრფელად ვიმედოვნებ, საქართველო ევროკავშირის გაფართოების შემდეგი დიდი ტალღის ნაწილი იქნება