უკრაინის სპეცსამსახურებმა რუსეთის აგენტები გამოავლინეს

უკრაინის სპეცსამსახურებმა რუსეთის აგენტები გამოავლინეს

14უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ მათ რუსეთის სპეცსამსახურების 13 აგენტი გამოავლინეს – უკრაინული მედია წერს.
“გამოძიება რუსეთის 13 აგენტის საქმეზე მუშაობს, ისინი ძალოვან უწყებებში მუშაობდნენ” – ნათქვამია განცხადებაში.
აგენტებს სიაში, ასევე, არიან სხვადასხვა რაიონის მცხოვრებნი, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებთან ოპერატიულ კავშირში იყვნენ.
უკანასკნელი წლის მანძილზე უკრაინის უშიშროების სამსახურმა ასევე 13 ტერორისტული ჯგუფი გამოავლინა, რომლებსაც მომზადება რუსეთში ჰქონდათ მიღებული უკრაინის წინააღმდეგ – უკრაინული მედია წერს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო
შემდეგი სტატიაბულგარეთმა უარი თქვა ნატოს ფლოტს შეუერთდეს