უკრაინის შსს ექს-დეპუტატის მკვლელის სახელს ასაჯაროვებს

რუსეთის დუმის ექს-დეპუტატის, დენის ვორონენკოს მკვლელი ეროვნული არმიის მოსამსახურე, უკრაინელი პაველ პარშოვია – ქვეყნის შსს ავრცელებს. უწყების წარმომადგენლის ანტონ გერაშენკოს თქმით, პარშოვი რუსული სპეცსამსახურების აგენტი იყო.

მოკლული რუსეთის დუმას ყოფილი დეპუტატი დენის ვორონენკოვი 2016 წლიდან, მას შემდეგ, რაც დუმაში ხელახლა ვერ მოხვდა, მეუღლესთან, მარია მაკსაკოვასთან ერთად უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად – მარია მაკსაკოვაც რუსეთის დუმას ყოფილი დეპუტატია.
უკრაინაში ცხოვრების უფლების მიღების შემდეგ, დენის ვორონენკოვმა უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, ასევე, მან ყირიმის ანექსია დაგმო და რუსეთი ნაცისტურ გერმანიას შეადარა.
თებერვლის შუა რიცხვებში რუსეთის ფედერაციამ ვორონენკოვის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით სისხლის სამართის საქმე აღძრა. გამოძიების ვერსიით, ვორონენკოვმა მოსკოვში, საერთაშორისო ქოჩაზე მდებარე ერთ-ერთი შენობა თაღლითური გზით გაყიდა.

banner
წინა სტატიაში“დავსხდებით სახლში ტელევიზორთან და არ დავიღლებით საარჩევნო უბანზე მისვლით…” – პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა
შემდეგი სტატიალონდონის თავდასხმაზე პოლიციამ კიდევ ორი ადამიანი დააკავა