26.6 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

უკრაინის შეტევების შემდეგ რიაზანის ქარხანამ საწვავის გადამუშავება გაანახევრა

უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად, რუსეთის ქალაქ რიაზანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იძულებული გახდა, საწვავის გადამუშავება თითქმის გაენახევრებინა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

ქარხანაზე, რომელიც რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ მფლობელობაშია, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 2 აგვისტოს იყო.

Reuters-ის წყაროთა თანახმად, რიაზანის ქარხანაში გაჩერდა ნავთობის პირველადი გადამუშავების ორი ძირითადი დანადგარი. ერთის საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 8 600 ტონაა, ხოლო მეორის – 11 400.

რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით ადრეც არაერთი შეტევა იყო. მათ შორის 2025 წლის 24 თებერვალს. სააგენტო Reuters-ის ინფორმირებული წყაროები იუწყებოდნენ, რომ ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.

banner
წინა სტატიაშისაჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები  სელფის სანაპიროზე
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა “სახალინელი კანიბალი” მოკლეს