უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტაქტიკური მასშტაბის აქტიური კონტრშეტევები განახორციელეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტაქტიკური მასშტაბის აქტიური კონტრშეტევები განახორციელეს სვიატოგორსკსა და კრემენნაიას შორის გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში, – ამის შესახებ საინფორმაციო წინააღმდეგობის ჯგუფის კოორდინატორმა კონსტანტინე მაშოვეცმა განაცხადა.
ის აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, ტაქტიკური მასშტაბის აქტიური კონტრშეტევის მოქმედებების შედეგად სვიატოგორსკსა და კრემენნაიას შორის გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში, მოახერხეს რუსების მოწინავე ნაწილების უკან დახევა.

უფრო მეტიც, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აშკარა საფრთხე შეუქმნა რუსეთის საოკუპაციო ძალების იზიუმის დაჯგუფების მარცხენა ფლანგს.

არსებული ინფორმაციის თანახმად, ხარკოვის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ რუსული არმიის მოწინავე ნაწილების ქალაქის გარეუბანიდან გაყვანას, თანდათანობით ათავისუფლებენ გარეუბნების დასახლებებს.

banner
წინა სტატიაშიარსებობს მტკიცებულება, რომ მარიუპოლში რუსული ჯგუფები მნიშვნელოვნად დასუსტდა – არესტოვიჩი
შემდეგი სტატიარუსეთში „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – სახელმწიფო ალანიად“, ცალკე სუბიექტად გავწევრიანდებით – ბიბილოვი