უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქში რუსი საზღვაო ქვეითების კოლონა გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქში რუსი საზღვაო ქვეითების კოლონა გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერი ანატოლი შტეფანი ავრცელებს.

აფეთქებული საბრძოლო მასალის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კოლონაში სატვირთო მანქანები იმყოფებოდნენ. როგორც ჩანს, აღჭურვილობის ნაწილი გადარჩა – შესაძლოა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა შეძლონ მისი აღება.

შტეფანმა ზუსტად არ დააკონკრეტა, სად დაწვეს უკრაინელმა დამცველებმა რუსი საზღვაო ქვეითების კოლონა.

შეგახსენებთ, რომ ახლა ლუგანსკის ოლქი ფრონტის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია. ყოველდღიურად მიმდინარეობს ინტენსიური ბრძოლები და დასახლებები ოკუპანტების მიერ იბომბება.

გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა გაერთიანებული ძალების ჯგუფიდან მოიგერიეს მტრის 14 თავდასხმა დონბასში. რაშისტებმა სცადეს წინსვლა სევეროდონეცკზე, მაგრამ ზარალი განიცადეს და უკან დაიხიეს.

banner
წინა სტატიაშიილია დარჩიაშვილი გერმანელ კოლეგას შეხვდა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილს თავის მაგნიტო-რეზონანსული კვლევა ჩაუტარდა და სერიოზული ცვლილებებია, რაც სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს – ნაყოფია