„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში პოზიციები გაიმყარეს“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ ამცნო, რომ რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინულმა ძალებმა პოზიციები გაიმყარეს.

„დღეს ხდება ჩვენი სახელმწიფოს გაცვლითი ფონდის შევსება. მადლობა ყველა სამხედროს და მეთაურს, რომლებსაც რუსი სამხედროები ტყვედ აჰყავთ და ამით, აახლოებენ ჩვენი სამხედროების და სამოქალაქო პირების გათავისუფლებას რუსეთის ტყვეობიდან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, გენერალ სირსკის მოხსენება აგრეთვე ეხებოდა უკრაინის ფრონტის ხაზზე, ტორეცკის და პოკროვსკის მიმართულებებზე არსებულ ვითარებას.

„ჩვენს პოზიციებზე ყოველდღიურად, ათობით თავდასხმა ხდება, მაგრამ ჩვენი ჯარისკაცები და დანაყოფები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გაანადგურონ ოკუპანტები და მოიგერიონ თავდასხმები. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

მთავარია რუსეთის შეტევითი პოტენციალის შეზღუდვა და ჩვენი შესაძლებლობების დიაპაზონი. უკრაინელი დიპლომატებისთვის შესაბამის მითითებებს ვამზადებთ“, – ამბობს ზელენსკი.

შეგახსენებთ, უკრაინული ძალები რუსეთის კურსკის ოლქში ოპერაციას 6 აგვისტოს შემდეგ აწარმოებენ.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა – „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს არის ყრილობა, სადაც ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ კობა ნაყოფიას არჩევა მოხდება, ასევე დღეს ჩვენს პლატფორმას შემოუერთდება „ევროპული საქართველო“
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე – ჩვენი ოპონენტის, „ქართული ოცნების“ მიზანია, რომ დაგვშალოს, დაგვყოს, წაგვკიდოს ერთმანეთს, ცრუ დილემები შემოიტანოს – ჩვენი მიზანია გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ გაიმარჯვოს საქართველომ