უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონში 50-მდე რუსი ოფიცერი მოკლეს – არესტოვიჩი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს და 50-მდე რუსი ოფიცერი მოკლეს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ავრცელებს.

“სასიხარულო ამბებიდან: დავბომბეთ რუსეთის არმიის მოწინავე სამეთაურო შტაბი ხერსონის ოლქში, სადაც დაახლოებით 50 რუსი ოფიცერი იმყოფებოდა. მათი ბედი უცნობია, თუმცა ძლიერი აფეთქება იყო”, – ამბობს არესტოვიჩი.

მისივე თქმით, ოკუპანტებმა ზაპოროჟიესა და იზიუმის მიმართულებით რამდენიმე კილომეტრით წინ წაიწიეს.

“აქ საკითხავია: ისინი წინ წავიდნენ იმიტომ, რომ ჩვენები დაამარცხეს, თუ იმიტომ, რომ ჩვენები იქიდან გავიდნენ და შემოუშვეს. ეს ყველაფერი კილომეტრიანი პროგრესია, რომელიც არ შეესაბამება რუსეთის მიერ დასახული “ოპერაციის” მიზნებს”, – თქვა არესტოვიჩმა.

banner
წინა სტატიაში„სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტიდან გასვლას არ განიხილავს
შემდეგი სტატიაუკრაინის ძალებმა ხარკოვის რაიონის სამი დასახლებული პუნქტიდან რუსი სამხედროები განდევნეს