უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტთან, ანდრიივკას დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინელი სამხედროები ბახმუტის სამხრეთ ფლანგზე მდებარე ანდრიივკას დასახლებაში შევიდნენ და ახალ პოზიციებს იცავენ – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა.

“ანდრიივკა ჩვენია. ჩვენ ვიცავთ პოზიციებს”, – აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.

მისი თქმით, ჩრდილოეთ ფლანგზე რუსები ცდილობენ დაიბრუნონ დაკარგული პოზიციები, ხოლო სამხრეთ ფლანგზე შეიარაღებული ძალები წარმატებით მიიწევენ წინ.

მალიარმა განმარტა, რომ ძირითადი ბრძოლები ანდრიევკას, კურდიუმივკასა და კლიშჩიივკას რაიონებში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი თურმე თავდაცვის ბიუჯეტის ხარჯზე პირადი მიზნებისთვის დაფრინავდა და აქამდე მალავდნენ, სიყალბეა, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს – აქუბარდია
შემდეგი სტატიარუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 271 440 სამხედრო დაკარგა