უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან ალექსანდროვსკის მიმართულებით 8 დასახლებულ პუნქტზე კონტროლი აღადგინა – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრ სირსკი.
მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვადასხვა დანაყოფებმა კონტროლი ჯამში 400 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე აღადგინეს.
საუბარია დონეცკის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქების მოსაზღვრე ტერიტორიაზე
















