უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 2-3 აგვისტოს ღამით რუსეთის როსტოვის ოლქში მდებარე აეროდრომი „მოროზოვსკი“ დაბომბეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 2-3 აგვისტოს ღამით რუსეთის როსტოვის ოლქში მდებარე აეროდრომი „მოროზოვსკი“ დაბომბეს. აფეთქებულია აეროდრომის საცავები, სადაც მართვადი საავიაციო ბომბები ინახებოდა. ოპერაცია უკრაინის უშიშროების სამსახურმა, სამხედრო დაზვერვის სამმართველომ და შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ იერიში განხორციელდა ბელგოროდის, კურსკის და როსტოვის ოლქებში მდებარე ნავთობის ბაზებზე. იქ ხანძარი გაჩნდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეტევები ქვეყნის 7 რეგიონზე განხორციელდა, უკრაინულმა ძალებმა 75 დრონი გამოიყენეს, რომლებიც განადგურებული იყო.

banner
წინა სტატიაში“შოვის ტრაგედია არ გვავიწყდება”-სალომე ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიანაყინის ნიმუშებში დარღვევები არ გამოვლენილა – სურსათის ეროვნული სააგენტო