უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარებმა რუსული საბრძოლო ტანკი T-72 ააფეთქეს

128-ე ცალკეული თავდასხმის ბრიგადის მეომრებმა NLAW ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემიდან რუსული T-72 ტანკი ააფეთქეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლობა ავრცელებს.

„ტანკს მოხვდა NLAW ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა. რაკეტამ გაანადგურა სამიზნე. ეკიპაჟი ადგილზე გარდაიცვალა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ოკუპანტებმა 24 თებერვლიდან 26 აპრილამდე დაახლოებით 22 100 რუსი სამხედრო დაკარგა. ოკუპანტებმა, ასევე დაკარგა: 918 ტანკი, 2308 ჯავშანტექნიკა, 416 საარტილერიო სისტემა და 149 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა.

banner
წინა სტატიაში„აზოვსტალში“ დარჩენილი უკრაინელი მებრძოლები თურქეთში ევაკუაციას ითხოვენ“ – „დონეცკის რესპუბლიკის“ ხელმძღვანელი
შემდეგი სტატიაჰალსტუხიჭამიას დაფრთიანებული, ოკუპანტის ენაზე მოლაპარაკე არახამია რომ საქართველოს და არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ებრძვის, ეს ამ ჩანაწერითაც დასტურდება – ბოჟაძე