უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლი ვალერი ზალუჟნი თანამდებობიდან გადააყენეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ,- ამის შესახებ Censor.NET საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

მათი ინფორმაციით, განკარგულება ჯერ არ გახმაურებულა. ამჟამად კონსულტაციები უცხოელ პარტნიორებთან მიმდინარეობს.

ასევე, წყაროების მიხედვით, მთავარსარდლის პოსტზე პრეტენდენტმა კირილ ბუდანოვი წარადგინა.

აღნიშნულ ფაქტს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ინფორმაცია ზალუჟნის სავარაუდო გადადგომის შესახებ სიცრუე იყო.

„ძვირფასო ჟურნალისტებო, გპასუხობთ ყველას ერთად. არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები შეთანხმდნენ ცალკე ანგარიშის შექმნაზე, რომელზეც თანხა გაყინული რუსული აქტივებიდან გადაირიცხება
შემდეგი სტატიარიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი სატვირთო ტრანსპორტისთვისაც გაუქმდა