“ჩვენ მოვუსმინეთ ჯარების ჯგუფების მეთაურებს მათ პასუხისმგებლობის ზონაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მტერი რეგულარულად არღვევს ჩვენი ჯარების პოზიციებს. ბევრ რაიონში სიტუაცია რთულია და მუდმივ კონტროლს მოითხოვს.
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ და თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა ფრონტის ხაზი მოინახულეს.
“ვიზიტის ფარგლებში დეტალურად გავაანალიზეთ არსებული ვითარება და განვიხილეთ შემდგომი აუცილებელი ნაბიჯები. კერძოდ, მანევრირებადი და პოზიციური თავდაცვის პოტენციალის გამოყენებასთან, ასევე, ფრონტის გარკვეული მონაკვეთების გაძლიერებასთან დაკავშირებით.
ადგილზე არსებულ მდგომარეობაზე ბრიგადების და ცალკეული ბატალიონების მეთაურებსაც ვესაუბრეთ.
მე კიდევ ერთხელ გავამახვილე მეთაურების ყურადღება ყველა თავდაცვის ძალების კოორდინაციისა და სწორი ოპერატიული ურთიერთქმედების, ასევე, ჩვენი დამცველების სიცოცხლის შენარჩუნების მნიშვნელობაზე,” – აცხადებს სირსკი.