უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 თავდასხმის ბრიგადამ (ყოფილი აზოვის პოლკი) დაადასტურა, რომ სასწრაფოდ გადაიყვანეს ავდეევკაში.
„ვითარება ავდიივკაში კვლავ საშიში და არასტაბილურია. მტერი აგრძელებს ჯარების აქტიურ როტაციას და ქალაქში ახალი ძალები შეჰყავს” – იუწყება ბრიგადა. სარდლობის ინფორმაციით, რუსეთს ქალაქის ირგვლივ შვიდი ბრიგადა ჰყავს კონცენტრირებული.
ცნობისთვის, მე-3 თავდასხმის ბრიგადა 2023 წლის იანვარში, აზოვის პოლკის სპეციალური ოპერაციების ძალებისგან ჩამოყალიბდა.