8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

უკრაინის შეიარაღებული ძალების მაიორი: რუსეთი ბელარუსში დრონების გამშვები პუნქტების განთავსებას გეგმავს

რუსეთი ბელარუსში დრონების გამშვები პუნქტების განთავსებას გეგმავს.

უკრაინული მედიის თქმით, მოსკოვის ეს გეგმა თუ განხორციელდება, მაშინ ეს რუსეთის დრონების მართვის დიაპაზონს მნიშვნელოვნად გაზრდის.

უკრაინელი ომის ექსპერტი და ყოფილი მაიორი ალექსეი გეტმანი აცხადებს, რომ თანამგზავრული კომუნიკაციის გარეშე ოპერატორს არ შეუძლია დრონის ეფექტურად მართვა დიდ მანძილზე და თუ რუსეთი ასეთ ანტენებს ბელარუსში განათავსებს, ის დრონების მართვის ზონას მნიშვნელოვნად გაზრდის.

ექსპერტის თქმით, ბელარუსში ასეთი სისტემების განთავსება კიევისა და სასაზღვრო რეგიონებისთვის დამატებით რისკებს ქმნის, რადგან ეს რუსული ძალებისთვის დრონების დამიზნებას ამარტივებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთი ბელარუსში დრონების მართვის, სულ მცირე, ოთხ შორ მანძილზე მოქმედი სადგურის განთავსებას განიხილავს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს აეროპორტებში ამინდზე დაკვირვების ახალი ავტომატიზებული სისტემის შესყიდვაზე, მთავრობამ განკარგულება გამოსცა
შემდეგი სტატიარუსეთის მიერ საქართველოს 20%-ის ოკუპაციის ხსენების გამო, რუს ჟურნალისტს რუსეთში დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს