9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

უკრაინის შეიარაღებული ძალები: უკრაინაში რუსებმა ფრონტის ხაზის გარღვევის ყველაზე მასშტაბური მცდელობა განახორციელეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 არმიის კორპუსის ინფორმაციით, 19 მარტს, უკრაინაში რუსებმა ფრონტის ხაზის გარღვევის ყველაზე მასშტაბური მცდელობა განახორციელეს.

მათი თქმით, მტერმა რუსეთის ფედერაციის პირველი სატანკო და მე-20 საერთო-საჯარისო არმიების ძალები გამოიყენა და შეტევაზე ერთდროულად 7 მიმართულებით გადავიდა.

“უკრაინელი სამხედროების ცნობით, ოპერაციაში ჩართული იყო 500-ზე მეტი ქვეითი, 28 ერთეული ჯავშანტექნიკა და 100-ზე მეტი მსუბუქი მოტორიზებული ტექნიკა. შეტაკებები 4 საათს გაგრძელდა – “მე-3 კორპუსის ქვედანაყოფებმა რუსების სწრაფი გარღვევა მასშტაბურ ჩავარდნად აქციეს“- ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის არმიის მონაცემებით, ამ დროში, მტერმა დაკარგა: 84 ერთეული მოტოტექნიკა, 11 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი, ასევე 3 ტანკი. გაუნადგურდა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 5 საარტილერიო ქვემეხი და 160-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი.

„თვენახევრის განმავლობაში ვაკვირდებოდით შეტევისთვის მომზადების ნიშნებს. რუსები აძლიერებდნენ დარტყმებს მართვადი საავიაციო ბომბებით მდინარე ოსკოლზე არსებულ ჩვენს გადასასვლელებზე, რათა ჩვენთვის ლოჯისტიკა გადაეჭრათ. დაიწყეს საკუთარი პონტონური გადასასვლელების მოწყობა და მარშრუტების განაღმვა – ეს პირდაპირ მიუთითებდა ფართომასშტაბიანი მექანიზებული შეტევისთვის მზადებაზე.
ჩვენ ვემზადებოდით: სხვადასხვა მიმართულებაზე დამუშავებული გვქონდა თავდაცვითი მოქმედებები, თითოეულ ბრიგადას თავდასხმის მოგერიების საკუთარი გეგმა ჰქონდა. კორპუსი ამ მოქმედებების კოორდინაციას ახდენდა – შედეგად, ყველა მიმართულებაზე მტრის დარტყმები ჩაიშალა“,
– განაცხადა წარმატებულ ოპერაციაზე საუბრისას მესამე არმიის კორპუსის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ანდრეი ბილეცკიმ.

banner
წინა სტატიაშიშსს პატრიარქის დაკრძალვის დღეს, თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამამა საბა გაზდელიანი: დამონტაჟებული იქნება მონიტორები, რომ მსურველებმა პირდაპირ ეთერში იხილონ დაკრძალვის ცერემონია