უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ პოზიციების დაკავებას ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე

ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ პოზიციების დაკავებას ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე.

ერთ-ერთი ჯარისკაცის თქმით, უკრაინულმა ძალებმა გააფართოვეს კონტროლი თავიანთ პოზიციებზე პოდშტეპნის ჩრდილოეთით (ხერსონიდან აღმოსავლეთით 17 კმ).

ერთ-ერთი ექსპერტის ცნობით, რუსებს სანერვიულო აქვთ. უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ სულ მცირე სამ ხიდს ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე. რუსები იძულებულნი არიან გაიყვანონ ნაწილები ფრონტის სხვა რაიონებიდან და გააძლიერონ დაჯგუფება დნეპრის მარცხენა სანაპიროზე.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „უსაფრთხოების სამსახური“ თამაზ გინტურის მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიალაგოდეხში კაცს ქალის ტანსაცმლის ჩაცმა მოსთხოვეს და სოფლის ქუჩებში გაატარეს – 3 პირს ბრალდება წარედგინა