უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საკმარისი საბრძოლო მასალა და იარაღი აქვთ, მაგრამ მეტი შორ მანძილზე მოქმედი იარაღი სჭირდებათ – ზელენსკი

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საკმარისი საბრძოლო მასალა და იარაღი აქვთ, მაგრამ მეტი შორ მანძილზე მოქმედი იარაღი სჭირდებათ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიელ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს საკმარისი იარაღი. ის, რაც საკმარისი არ გვაქვს არის იარაღი, რომელიც მოქმედებს იმ მანძილზე, რომელიც გვჭირდება რუსეთის ფედერაციის აღჭურვილობის უპირატესობის შესამცირებლად,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთი ამბიციები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს გასცდება, თუ ამის შესაძლებლობა მიეცემა.

”დარწმუნებული ვარ, თუ უკრაინა საკმარისად ძლიერი არ იქნება, ისინი უფრო შორს წავლენ. ჩვენ ვაჩვენეთ მათ ჩვენი ძალა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალა ჩვენთან ერთად ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც გამოავლინონ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშითუ იარაღის მიწოდების სიჩქარე კვლავ ასეთი იქნება, ღამის სირენები იავნანად იქცევა – პოდოლიაკი
შემდეგი სტატიასამხრეთით უკრაინელმა სამხედროებმა 16 ოკუპანტი გაანეიტრალეს და მოწინააღმდეგის ვერტმფრენი ჩამოაგდეს