უკრაინის შავიზღვისპირა სწავლებას რუსეთმა ყირიმში სამხედრო წვრთნებით უპასუხა

ყოველწლიური სამხედრო სწავლების Sea Breeze ფონზე, რომელიც უკრაინის შასიზღვისპირა სანაპიროზე მიმდინარეობს, რუსეთმა სამშაბათს ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე სამხედრო ავიაციის სწავლება დაიწყო. სულ მათში ჩართული იყო 20 თვითმფრინავი და ვეტმფრენი, მათ შორის თვითმფრინავ-მზვერავი Су-24МР, მრავალმიზნიანი გამანადგურებლები
Су-27, Су-30СМ და სხვები.

ერთი დღით ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსი სამხედროები თვალყურს ადევნებენ შავ ზღვაში ნატოს გემებისა და Sea Breeze-2021-ის სხვა მონაწილეების მოქმედებებს, სადაც ჩართულია 32 საომარი გემი, 40 თვითმფრინავი და 5 ათასი სამხედრო პირი ნატოს წევრი 17 ქვეყნიდან და ალიანსის პარტნიორი ქვეყნებიდან. სულ წვრთნებში 32 ქვეყანა მონაწილეობს – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე საპატრიარქოს წარმომადგენლებს ხვდება
შემდეგი სტატიასააკაშვილს უკრაინაში საკუთარი ტოქ-შოუ ექნება