უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 ათასი რუსი სამხედრო დგას

რუსეთმა უკრაინის საზღვართან და ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე 100 ათასზე მეტი სამხედრო გადასხა – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ორშაბათს, 19 აპრილს თქვა ბრიფინგზე, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენციის შემდეგ გაიმართა. მასში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულებაც მონაწილეობდა. ბორელის მონაცემები, რუსი ჯარისკაცების რიცხოვნებასთან დაკავშირებით დაზუსტდა: ღონისძიებაზე გამოსვლისას ის 150 ათას სამხედრო პირზე საუბრობდა, მოგვიანებით, მისმა პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ მან შეცდომა დაუშვა – “დოიჩე ველე” წერს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალას ზრდის, მარტიდან გამოჩნდა. აღნიშნულ მოქმედებასთან დაკავშირებით რუსეთს ევროპამ და აშშ საზღვრიდან დახევისკენ მოუწოდეს. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტუნის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები “საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში” მოძრაობენ და ეს არავის უნდა აღელვებდეს.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი: ტალახს მაინც არ ვისვრი, ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა
შემდეგი სტატიამაკრონი ნარკომანის მკვლელობაში გასამართლების შემდეგ კანონში ცვლილებას ითხოვს