უკრაინის საზღვართან და ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე დაახლოებით 100 ათასი რუსი სამხედრო დგას – უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ივან ბაკანოვმა სამშაბათს, 11 მაისს ფორუმზე “უკრაინა 30. ქვეყნის უსაფრთხოება” განაცხადა.
“ეს ამ მომენტისთვის ასეა” – მდგომარეობა დააზუსტა ბაკანოვმა და განმარტა, რომ საზღვარზე მობილიზებულია “ტანკები, სამხედრო გემები, ვეტმფრენები, ტაქტიკური ჯგუფები, არტილერია და სარაკეტო ჯგუფები”.
უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ხუთი ოპერატიული მიმართულება დაასახელა: სევერსკის, სლობოდსკის, დონეცკის, ყირიმის, იუჟნობუგსკის მხარეს. გარდა ამისა,
ბაკანოვის თქმით, მნიშვნელოვანია ახსოვდეთ “ბელორუსზეც, რომელიც რუსეთის ფედერაციის პოტენციური მოკავშირეა” იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი “უკრაინაში შეჭრის გეგმას” განახორციელებს. საერთო ჯამში, უკრაინის საზღვრის 65% დაუცველია. “დანარჩენ 35%-საც, დასავლეთის მხარეს, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება” – დაამატა მან – ამის შესახებ “დოიჩე ველე” წერს.